ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

ბექაური წონის ლიდერია - ძიუდოს განახლებული რეიტინგი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ევროპის ჩემპიონი რვაწლიანი პაუზის შემდეგ კარიერაში მეორედ გახდა, ექვსი საფეხურით წინ წაიწია და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მასზე წინ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახლა მხოლოდ მოლდოველი დენის ვიერუ, იაპონელი ჰიფუმი აბე და მონღოლი ბასკჰუუ იონდონპერენლეი არიან. მარგველაშვილის მსგავსად კონტინენტის პირველობის ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), თუმცა ის ჯერჯერობით ისევ მეორე ადგილზეა და ბელგიელ ლიდერ მატიას კასეს, რომელმაც ტურნირი გამოტოვა, კვლავაც ჩამორჩება.

ზაგრების შეჯიბრებამდეც წონის ლიდერი იყო ილია სულამანიძე და ვერცხლის მედლის მოპოვებით პირველი ადგილი შეინარჩუნა. სულამანიძის მსგავსად ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა გურამ თუშიშვილი და მანაც იგივე პოზიცია (მე-8) შეინარჩუნა, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე ეკავა. მართალია ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, მაგრამ თავის წონით კატეგორიაში ლიდერის პოზიციაზე გადავიდა ლაშა ბექაური (90 კგ), რადგან აქამდე პირველ ადგილზე მყოფი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიცირებულია. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ), მან ერთი საფეხურით წინ აინაცვლა და ახლა მეექვსე პოზიციაზეა.

ინდივიდუალურის მსგავსად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა შერეული გუნდური შეჯიბრება, სადაც ვერცხლის პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ
7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ