დაძაბული მატჩი ბევრი მომენტით - დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში შედარებით მცირე აფიშა გვაქვს, თუმცა „ვესტფალ შტადიონზე“ დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც „დორტმუნდმა“ პსჟ-ს 1:0 მოუგო.
მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა და გატანაც მართებდათ, თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა, როცა შლოტენბეკმა 40 მეტრიანი პასის შემდეგ ფულკრუგი დასარტყმელზე დატოვა, 31 წლის გერმანელმა კი მომენტი ოსტატურად გამოიყენა.
მეორე ტაიმში „დორტმუნდს“ 2:0-ის დაფიქსირება შეეძლო, თუმცა ფულკრუგმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. პარიზელებმა კი ერთ შეტევაში ბურთი ძელს ორჯერ მოარტყეს.
მიმდინარე სეზონში ნიკლას ფულკრუგმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფორვარდი 2 წლის წინ მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა. დღეს კი გერმანიის ნაკრების წევრია და „დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერი.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს პარიზში გაიმართება.