შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ უნიკახა დაამარცხა
ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 87:86 დაამარცხა.
ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, შერმადინმა 7-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 6 აღმოჩნდა. ქართველმა ცენტრმა დარჩენილი 2 ქულა საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა.
7 მოხსნიდან 6 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ გიორგის არცერთი პერსონალური ფოლი არ მიუღია.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტური დარჩა. „ტენერიფე“ 40 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
¡¡¡¡¡ Nos lo llevamos !!!!
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) May 1, 2024
¡¡¡¡ Qué PARTIDAZO y qué manera de competir !!!!
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/nvfJBP4m4q