კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კრიშტიანუს დუბლი - ალ ნასრი მეფის თასის ფინალშია

საუდის არაბეთის მეფის თასზე „ალ ნასრი“ საკუთარ კედლებში „ალ ხალიჯს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კვლავ კრიშტიანუ რონალდუმ გაიბრწყინა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა. ვეტერანმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, რასაც სადიო მანემ პენალტის ნიშნულიდან 37-ე წუთზე უპასუხა, პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. აქტიურად კვლავ მასპინძლები თამაშობდნენ. 57-ე წუთზე კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

ცნობისთვის, პორტუგალიელი შემტევი საუცხოო ფორმაშია. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 39 ჩატარებულ შეხვედრაში 38 გოლი დაუგროვდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ალ ნასრი“ მეფის თასის ფინალში გავიდა, სადაც უშუალო კონკურენტს „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უკან ფლუმინენსეში? - ტიაგო სილვას მშობლიური კლუბი ეპატიჟება
უკან ფლუმინენსეში? - ტიაგო სილვას მშობლიური კლუბი ეპატიჟება