მანუელ ნოიერი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

„შეცდომები ყველას მოსდის, ეს ფეხბურთის ნაწილია“ - ნოიერმა კიმი დაიცვა

მანუელ ნოიერმა მადრიდის „რეალთან" თამაშის შემდეგ, კიმ მინ-ჯაეს მხარი დაუჭირა.

სამხრეთ კორეელი მცველი „რეალის“ წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების გამო ბევრმა გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ, კროოსის პასი ყველაზე დაუცველ ზონაში გავიდა. ტონიმ დაინახა ვინის მოძრაობა და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო. იმის გამო, რომ ბურთი მიწაზე ტრიალებდა, გამოსვლა და ჩაჭრა გამიჭირდა. როდესაც ტონი ბურთს ჰაერში აწევს, ის უფრო სწრაფად მიდის. ამიტომ მიზანთან უფრო ახლოს უნდა დავრჩენილიყავი.

მატჩის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ ტუხელს ვესაუბრეთ. ასევე საკმაოდ ღიად ესაუბრა ის კიმს გასახდელში. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, ეს ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ მატჩებში ცუდად ითამაშებს.

დღესაც ზოგ მომენტებში კიმი ძალიან კარგად თამაშობდა. ის არ იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს საკვანძო სიტუაციებში, მაგრამ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“,

- განაცხადა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა 8 მაისს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“