რომა, ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

“გვინდა ეს ბოლო ნაბიჯი გადავდგათ“ - ალონსო რომასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ნახევარფინალში დაუმარცხებელი ლევერკუზენის „ბაიერი“ „რომას“ ესტუმრება. მატჩის წინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ალონსომ?

„გასულ სეზონში „რომასთან“ მარცხი უნდა გავიხსენოთ და რაღაცები შევაფასოთ. წინა წელთან შედარებით ჩემი გუნდი გაცილებით განვითარდა და ახლა სხვანაირი სიტუაციაა. მთელი სეზონის განმავლობაში ფინალში გასვლა გვინდა. ამისი საკმარისი ვნება და შიმშილი გვაქვს. გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში ეს უკანასკნელი ნაბიჯი გადავდგათ.

ჩვენთვის ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა ამ სეზონში კიდევ ერთხელ გავახაროთ გულშემატკივრები. „ბაიერი“ და „რომა“ ერთმანეთისგან მთლიანად განსხვავდებიან. ჩვენ სულ სხვა თამაშის სტილი გვაქვს. ვფიქრობ, სტილს არ ვუღალატებთ და მაღალი ინტენსივობა გვექნება.“

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები გასული სეზონის ევროპის ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. იტალიაში გამართული მატჩი „რომამ“ 1:0 მოიგო, ხოლო ლევერკუზენში ჩატარებული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 2 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“