ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, რაფაელე ამეტრანო
Aa
Aa

„კვარა გასულ წელს მარსზე იყო, ახლა მიწაზე დაეშვა, კიმიც შეიცვალა...“

„ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელე ამეტრანომ, რომელიც შემდეგში სამწვრთნელო საქმიანობითაც იყო დაკავებული ნეაპოლურ კლუბზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

- რას იტყვით, ნაპოლის გასული წლის შემადგენლობაზე, ამ ფეხბურთელებმა წელს იმავე დონეზე თამაში ვეღარ შეძლეს. მაგალითად, რეალთან კიმის ასპარეზობა ავიღოთ - ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ გადაჭარბებული შეფასებები გვქონდა?

„შესაძლოა ფეხბურთელმა გუნდურ კონტექსტში თავისი საუკეთესო სეზონი იპოვოს და საკუთარი უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინოს. სწორი გუნდი შენ საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი მოლოდინზე უკეთ წარმოაჩინო.

მაგალითად, შევხედოთ კვარას, რომელიც შარშან მარსიდან ჩამოსულს ჰგავდა და დღეს თითქოს ის დედამიწის დონეზე დაეშვა.

რაც შეეხება კიმს, მან შეცვალა კონტექსტი, მეთოდოლოგია. რაც შეეხება რეალთან შეცდომას, შენ პატარა ჩავარდნისთვისაც კი საფასურის გადახდა გიწევს. ასევე შესაძლოა საქმე უყურადღებობასთან გვქონდეს“.

- იტალიურ 1 Station Radio-ს ეთერში.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან