ჩელსი, ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

უარი ნაპოლის? - კონტემ საკუთარი თავი ჩელსის შესთავაზა

ბრიტანული მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ანტონიო კონტემ საკუთარი თავი ლონდონის „ჩელსის“ შესთავაზა.

ლონდონში მაურისიო პოჩეტინო კატასტროფული შედეგების გამო დიდი ზეწოლის ქვეშ არის. როგორც ჩანს, ამ სიტუაციით სარგებლობას იტალიელი სპეციალისტი ცდილობს.

წყაროს ცნობით, „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და არგენტინელ მწვრთნელს ნდობას უცხადებს, თუმცა, თუ მომავალ სეზონში „ჩელსი“ შედეგებს არ გამოასწორებს, პოჩეტინოს წასვლა დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.

ამის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ შეუთანხმდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას ნეაპოლური გამოცემები წერენ.

Goal.Com იუწყება, რომ „არისტოკრატების“ გაწვრთნის კიდევ ერთი კანდიდატი ტიაგო მოტაა, რომელსაც „ბოლონიაში“ შესანიშნავი სეზონი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს პრემიერ ლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 54 წლის იტალიელი 2016/2018 წლებში სწორედ „ჩელსის“ დამრიგებელი იყო, ხოლო 2021/2023 წლებში „ტოტენჰემს“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკან ფლუმინენსეში? - ტიაგო სილვას მშობლიური კლუბი ეპატიჟება
უკან ფლუმინენსეში? - ტიაგო სილვას მშობლიური კლუბი ეპატიჟება