ლონდონის ჩელსი, ტიაგო სილვა, ფლუმინენსე
Aa
Aa

უკან ფლუმინენსეში? - ტიაგო სილვას მშობლიური კლუბი ეპატიჟება

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტიაგო სილვა ლონდონის „ჩელსიდან“ მიდის. ვეტერან უკანახაზელს კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს.

მის მომავალთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ტიაგოს უკან დაბრუნებით მისი ყოფილი გუნდი „ფლუმინენსე“ ინტერესდება. ბრაზილიურმა მხარემ მას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

როგორც ირკვევა, კონტრაქტი უკვე მზად არის და ჯერი ახლა თავად ფეხბურთელზეა. რომანოს ინფორმაციით, სილვას ევროპიდანაც აქვს შემოთავაზება და სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, 39 წლის ცენტრალური მცველი სწორედ „ფლუმინენსეს“ აღზრდილი გახლავთ, სადაც 1998-2000 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, არაერთ გუნდში ითამაშა და უკან 2006 წელს დაბრუნდა.

რაც შეეხება მის ლონდონურ კარიერას, „არისტოკრატების“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 151-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკმანამანი: “ბელინგემს რეალში ზიდანზე და რონალდოზე დიდი გავლენა აქვს“
მაკმანამანი: “ბელინგემს რეალში ზიდანზე და რონალდოზე დიდი გავლენა აქვს“