მადრიდის რეალი, ზინედინ ზიდანი, ჯუდ ბელინგემი, რონალდო ნაზარიო, ლუიშ ფიგუ, სტივ მაკმანამანი
Aa
Aa

მაკმანამანი: “ბელინგემს რეალში ზიდანზე და რონალდოზე დიდი გავლენა აქვს“

მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალს“ დიდებულად მოერგო. ინგლისელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია.

„ბლანკოსის“ ყოფილი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი თვლის, რომ ბელინგემის „რეალზე“ გავლენა ზიდანის და რონალდო ნაზარიოზე დიდია.

მაკმანამანი:

„გასახდელში შემოდიოდნენ ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზიდანი.. არცერთს იმხელა გავლენა არ ჰქონდათ, როგორიც ახლა ბელინგემს 20 წლის ასაკში აქვს. ეს ფენომენალურია. ის მადრიდულ გრანდს სეზონის დასაწყისში 19 წლის შეუერთდა. ეს „რეალისთვის“ გარდამავალი წელი და მისმა როლმა ყველაფერი შეცვალა.

ორ ელ კლასიკოში გოლის გატანა, სუპერ თასის მოგება, ლა ლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მის კარგ თამაშს უკავშირდება. ჯუდ ბელინგემი აბსოლუტური ვარსკვლავია.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „სამეფო კლუბს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალზე უკეთ ვითამაშეთ და მეტი რეალური მომენტი შევქმენით“ - მუსიალას და კიმიხის კომენტარები
„რეალზე უკეთ ვითამაშეთ და მეტი რეალური მომენტი შევქმენით“ - მუსიალას და კიმიხის კომენტარები