ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
Aa
Aa

„ეს აღიარება სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგია“ - ათაბეგაშვილი ევროპირველობის მასპინძლობაზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი ევროპული ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თბილისს 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიენიჭა.

რას ამბობს ათაბეგაშვილი:

„საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ბოლო პერიოდში არაერთი ამბიციური რეფორმა განახორციელა. ქვეყნისთვის ეს მოპოვებული წარმატება, რაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის როგორც სპორტულ, ასევე ზოგადი პოლიტიკის სწორ და ეფექტურ წარმართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ქართველ გულშემატკივარს მივულოცო და ხაზი გავუსვა იმ მხარდაჭერასა და თანადგომას, რასაც ძიუდოს ფედერაციის მიმართ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი იჩენს“.

წინასწარი ინფორმაციით, ტურნირი 2026 წლის აპრილში გაიმართება. ცნობისთვის, გადაწყვეტილება ოფიციალურად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამოცხადდა, სადაც 2023 წლის ჩემპიონატი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში 7 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო - მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი პირველი ადგილი დაიკავეს, გუნდურ შეჯიბრში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპირველობის მასპინძლობა ქართული ძიუდოისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“ - ძიუდოისტების კომენტარები
„ევროპირველობის მასპინძლობა ქართული ძიუდოისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“ - ძიუდოისტების კომენტარები