ჯამალ მუსიალა, იოზუა კიმიხი
Aa
Aa

„რეალზე უკეთ ვითამაშეთ და მეტი რეალური მომენტი შევქმენით“ - მუსიალას და კიმიხის კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა, ჯამალ მუსიალამ და იოზუა კიმიხმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

ჯამალ მუსიალა:

„ამ შეხვედრაში იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები. ბევრი შანსი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ „რეალმა“ კარგად იცის როგორც შექმნას რაღაც განსაკუთრებული ისეთ სიტუაციებში, როდესაც არაფერი გემუქრება. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ „ბერნაბეუზე“ აწეული თავებით შევალთ. ამ თამაშიდან ბევრი პოზიტივის მიღება შეგვიძლია. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ“.

იოზუა კიმიხი:

„ვფიქრობ, მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და უფრო რეალური საგოლე შანსები შევქმენით. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც მეტოქემ ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, მაგრამ დავინახეთ, რომ სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ. იყო პერიოდები, როცა თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებს ვქმნიდით. ამას მომავალ კვირასაც შევძლებთ. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“.

„რეკორდემაისტერიდან“ გოლები ლეროი ზანემ და ჰარი კეინმა გაიტანეს, „სამეფო კლუბის“ მხრიდან კი თავი ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. ჰარი კეინის გოლის ეპიზოდში, ჯამალ მუსიალამ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ინგლისელმა ფორვარდმა გარდასახა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

ბაიერნი 2:2 რეალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: მიზანი ნათელია, ჯერ ბერნაბეუზე გამარჯვება, შემდეგ - უემბლიზე
ტუხელი: მიზანი ნათელია, ჯერ ბერნაბეუზე გამარჯვება, შემდეგ - უემბლიზე