ხვიჩა კვარაცხელია, ჩავი ერნანდესი, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ბარსელონას ინტერესი რეალურია, მაგრამ...“ | AS-ის ჟურნალისტი კვარაზე

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის იტალიური ბიუროს ჟურნალისტმა, მირკო კალემემ ნეაპოლურ რადიო Kiss Kiss Napoli-ში სტუმრობისას „ბარსელონაში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

კალემე ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მოითხოვს, „ბარსელონას“ კი ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

რას ამბობს კალემე:

„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ბარსელონას“ ინტერესი რეალურია, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეძლებს კლუბი „ნაპოლის“ მიერ მოთხოვნილი საფასურის გადახდას. თუ ჩავის გუნდი 120 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებს, მაშინ დე ლაურენტისი მის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდება, მაგრამ „ბარსელონას“ შესაბამისი ფინანსების მოძიება ძალიან გაუჭირდება. გარიგებას ისიც ართულებს, რომ „ნაპოლის“ მომავლის გუნდის აშენება ქართველი ფეხბურთელის გარშემო სურს. არ ვიცი, როგორ შეძლებს „ბარსელონა“ კვარაცხელიას გაყიდვაში „ნაპოლის“ დარწმუნებას“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ინტერესის პარალელურად, იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდებიან და ქართველი შემტევის კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ გარდა ხვიჩას დამატებით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან, მათ შორის - პსჟ და „ლივერპული“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IL Mattino: ნაპოლის უარი ბარსას - თუმცა დათანხმდება კვარა ამას?
IL Mattino: ნაპოლის უარი ბარსას - თუმცა დათანხმდება კვარა ამას?