ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, საბა საზონოვი, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან

ცნობილი იტალიური გაზეთი, Il Mattino ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, „ნაპოლის“ სურს, გაიმეოროს გადატრიალება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს მოჰყვა და 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდება.

Il Mattino-ს ცნობით, „პარტენოპეის“ სკაუტები თვალს გაბრიელ სიგუას, ირაკლი აზაროვს, გიორგი მოისწრაფიშვილს, გიორგი მიქაუტაძესა და საბა საზონოვს ადევნებენ. ნეაპოლელთა მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯს ადგილი ჯერ არ ჰქონია და ამ ეტაპზე, „ნაპოლი“ მხოლოდ ფეხბურთელთა მონიტორინგით შემოიფარგლება.

ცნობისთვის, სიგუა 18 წლის ნახევარმცველია, რომელიც „ბაზელის“ ღირსებას იცავს. აზაროვი მარცხენა მცველია და „შახტარის“ რიგებში ასპარეზობს. მიქაუტაძე „აიაქსის“ საკუთრებაა და იჯარის წესით „მეცში“ გამოდის. გიორგი „ნაპოლის“ რამდენიმე დღის წინაც დაუკავშირეს. მოისწრაფიშვილი „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავს, ხოლო საზონოვი „ტორინომ“ შეიძინა, მაგრამ საბას მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

გეტყვით იმასაც, რომ Transfermarkt-ზე სიგუა 2.5 მილიონ ევროდაა შეფასებული. მიქაუტაძე 9 მილიონი ევრო ღირს, საზონოვი - 3 მილიონი ევრო, აზაროვი - 3.5 მილიონი ევრო, ხოლო მოისწრაფიშვილი - 400 000 ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაზრდილი ხელფასი, ერთგულების ბონუსი და გამოსასყიდი თანხა - ნაპოლი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს
გაზრდილი ხელფასი, ერთგულების ბონუსი და გამოსასყიდი თანხა - ნაპოლი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს