ტონი კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„უცნაური მატჩი იყო, მაგრამ ფრე დავიმსახურეთ“ - კროოსი ბაიერნთან მატჩზე

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსთან მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრის შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კროოსმა:

„საკმაოდ დატვირთული მატჩი გამოდგა და ორივე გუნდს განსხვავებული ხარისხის პერიოდები ჰქონდა. უცნაური ის არის, რომ ორივე გოლი მაშინ გავიდა, როდესაც მეორე გუნდი უკეთ თამაშობდა. ეს მაშინ ხდება, როცა მოედანზე ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები არიან.

ვფიქრობ, ფრე დავიმსახურეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ სახლში ფინალში გასვლას უზრუნველვყოფთ“.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩი ფრედ, 2:2 მორჩა. „რეკორდემაისტერიდან“ გოლები ლეროი ზანემ და ჰარი კეინმა გაიტანეს, „სამეფო კლუბის“ მხრიდან კი თავი ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. ბრაზილიელის პირველი გოლის ეპიზოდში ტონი კროოსმა საგოლე პასი მიითვალა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

ბაიერნი 2:2 რეალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: მიზანი ნათელია, ჯერ ბერნაბეუზე გამარჯვება, შემდეგ - უემბლიზე
ტუხელი: მიზანი ნათელია, ჯერ ბერნაბეუზე გამარჯვება, შემდეგ - უემბლიზე