ჯოელ ემბიდი, ჯეილენ ბრანსონი, ტაირიზ მაქსი, ტობაიას ჰერისი, ოჯი ანუნობი
Aa
Aa

მაქსის სასწაული და ოვერტაიმი | ფილადელფია ბრძოლას განაგრძობს

„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და „ნიუ იორკ ნიქსთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. „ნიქსი“ მასპინძლის სტატუსით იყო და პლეიოფის მეორე რაუნდის საგზურის მოპოვება შეეძლო, მაგრამ ოვერტაიმში დამარცხდა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.

„ნიუ იორკი“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს და საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე, 6-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა - 96:90. „სიქსერსს“ გმირად ტაირიზ მაქსი მოევლინა. „ფილადელფიას“ გამთამაშებელმა ჯერ 4-ქულიანი შეტევა გააკეთა და სამიანი ჯარიმით ჩააგდო - 94:96, შემდეგ კი ჯოშ ჰარტის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. მაქსიმ ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და 8 წამით ადრე, ანგარიში გაათანაბრა - 97:97. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ხოლო ოვერტაიმში უკეთ „ფილადელფიამ“ იასპარეზა და 112:106 იმარჯვა.

მაქსის საოცარი მატჩი ჰქონდა. ტაირიზმა პარკეტზე 51 წუთზე მეტი გაატარა და 46 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტობაიას ჰერისის ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნა იყო. ჯოელ ემბიდმა 19 ქულა, 16 მოხსნა და 10 ასისტი გააკეთა, მაგრამ 9 დაკარგვა ჰქონდა. „ნიქსს“ ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა - 40 ქულა, 6 პასი. ჯოშ ჰარტს 18 ქულა ჰქონდა, ოჯი ანუნობის - 17.

ცნობისთვის, ამ გუნდების სერიის მე-6 მატჩი ფილადელფიაში გაიმართება და პარასკევს, თბილისის დროით, 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია