ჰარი კეინი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: მიზანი ნათელია, ჯერ ბერნაბეუზე გამარჯვება, შემდეგ - უემბლიზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ბაიერნი-რეალი 2:2 დასრულდა. ანგარიში ვინისიუსმა გახსნა, პირველი ტაიმი სამეფო კლუბმა ბრაზილიელის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში ზანესა და კეინის გოლებით ბავარიელებმა თამაში შემოატრიალეს. 83-ე წუთზე ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და რეალი მარცხისგან იხსნა.

ტომას ტუხელი: „თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შეგვეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მეტოქემ ჩვენი გეგმა შეაჩერა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი ამოცანა რთული გახდა.

მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და შემოვატრიალეთ, ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

მეტოქეს გოლის გატანის ორი შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.

ჩვენი მიზანი ნათელია, ჯერ მადრიდში გამარჯვება, შემდეგ კი „უემბლიზე’’. შანსები 50-50-ზეა. ვნახოთ, რა მოხდება’’.

ჰარი კეინი: „იმედგაცრუებული ვარ, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ჩვენ კიდევ ორი ან სამი გოლის გატანა შეგვეძლო. შემდეგი თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ''.

საპასუხო მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე'' 8 მაისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს პირველ ივნისს „უემბლი'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები