ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია

სერბული Mozzart Sport-ის ინფორმაციით, „ცრვენა ზვეზდა’’ შემდეგი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას ოთარ კიტეიშვილით გეგმავს.

CrystalSport-ის ცნობით, კიტეიშვილის სერბულ კლუბში გადასვლის შანსი მიზერულია, თითქმის გამორიცხულია რომ ოთარი აღნიშნულ კლუბში გადავიდეს. მოსალოდნელია რომ სეზონის დასრულების შემდეგ წინადადებებს გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატებიდან/კლუბებიდან, კერძოდ კი ტოპ 5 ლიგიდან მიიღებს. მით უმეტეს რომ ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება, რაც დაინტერესებული კლუბებისთვის 28 წლის ნახევარმცველის დამატებას ამარტივებს.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ბუნდესლიგას „შტურმი'' 39 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან „ზალცბურგს'' 3 ქულით უსწრებს და თუ პირველ ადგილს შეინარჩუნებს, კიტეიშვილის 6-წლიანი გრაცული კარიერა ჩემპიონობით დასრლულდება.

ასევე გეტვყით, რომ გასულ სეზონში „შტურმმა'' ავსტრიის თასი მოიგო, ფინალში ვენის „რაპიდი'' დაამარცხა. საინტერესოა, რომ ავსტრიის თასის ფინალი ხვალ გაიმართება და ფინალში  კვლავ აღნიშნული გუნდები ითამაშებენ. შეხვედრა, პირველ მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები