შეთანხმება შედგა - ბაიერნში ტუხელს რანგნიკი შეცვლის
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნმა’’ რალფ რანგნიკის დანიშვნა გადაწყვიტა, სეზონის დასრულების შემდეგ ტომას ტუხელს სწორედ რანგნიკი შეცვლის.
რანგნიკი, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნული ნაკრების თავკაცია, „ბაიერნის’’ მმართველებისთვის ფავორიტია, მათ შორის პრეზიდენტ ული ჰიონესისთვის. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ბაიერნი რანგნიკს მთავარ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს, რაც ტრანსფერებში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. კლუბის მმართველები დარწმუნებულნი არიან, რომ რანგნიკი მათ წინადადებას დათანხმდება.
BILD-ის ცნობით, რანგნიკი ბავარიელთა წინადადებას დათანხმდა. 65 წლის მწვრთნელს ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი აქვს, მის გამოსასყიდად „ბაიერნი’’ რამდენიმე მილიონს გადაიხდის.
მას არაერთ ცნობილ კლუბში უმუშავია, რანგნიკი „შტუტგარტის'' (1999-01), „ჰანოვერის'' (2001-04), „შალკეს'' (2004-05, 2011), „ჰოფენჰაიმის'' (2006-11), „ლაიფციგისა'' (2015-16, 2018-19) და „მან. იუნაიტედის'' (2021-22) მთავარი მწვრთნელი იყო. ასევე, სპორტული დირექტორის თანამდებობას „ლაიფციგსა'' და მოსკოვის „ლოკომოტივში' იკავებდა.
2004-05 წლების სეზონში მისი გაწვრთნილი „შალკე'' ბუნდესლიგის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, „ბაიერნთან'' კონკურენციაში დამარცხდა.