ნიუკასლი, მაურიციო სარი
Aa
Aa

მაცდური წინადადება ინგლისიდან - შესაძლოა, სარი პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

TuttoMercatoWeb-ის ინფორმაციით, მაურიციო სარი შესაძლოა „ნიუკასლის’’ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინგლისის პრემიერ ლიგაში იტალიელი მწვრთნელის მიწვევა „ვესტ ჰემსაც’’ სურს, თუმცა „კაჭკაჭებმა’’ 65 წლის სპეციალისტს მაცდური წინადადებით უკვე მიმართეს.

სარის კიდევ ერთი ვარიანტი აქვს, „ტორინოში’’ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებენ, თუმცა „კაჭკაჭები’’ ფავორიტის როლში არიან, ყველაზე მეტად აქტიურობენ. კლუბში ედი ჰაუს მუშაობით კმაყოფილნი არ არიან, რადგან მიზანი ვერ შესრულდა, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში, საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა.

სარი პრემიერ ლიგაში „ჩელსის'' წვრთნიდა (2018-19), მისი ხელმძღვანელობით „არისტოკრატებმა'' ევროპა ლიგა მოიგეს და კარაბაოს თასის ფინალში „მან. სიტისთან'' დამარცხდნენ.

ინგლისიდან წამოსვლის შემდეგ სარი „იუვენტუსსა'' (2019-20) და „ლაციოს'' (2021-24) წვრთნიდა, ტურინულ გრანდთან ერთად სერია A 2019-20 წლების სეზონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები