მორიგი წარუმატებელი ტრანსფერი? - როკეს იჯარით გაშვებას უპირებენ
ვიტორ როკე კატალონიის „ბარსელონაში“ დიდი იმედებით ჩავიდა. გულშემატკივრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელ ფეხბურთელში გამოსავალს ხედავდნენ.
მეტიც, მას „ბლაუგრანას“ მომავალ ლიდერად მოიაზრებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა კი მიმდინარეობს საუბარი, რომ 19 წლის შემტევი ბარსას იჯარის წესით დატოვებს.
სპორტული ჟურნალისტი ვინისიუს ფურლანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბლაუგრანას“ მისი იჯარის წესით გაშვება სურს, მაგრამ კლუბის და თავად ფეხბურთელის სურვილი ლა ლიგაში დარჩენაა. ამ მომენტისთვის, საუკეთესო კანდიდატად „რეალ ბეტისი“ მოჩანს. ამ მომენტისთვის, სხვა ინფორმაცია ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა როკეს სანაცვლოდ „ატლეტიკო პარანაენსეს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.
ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი ბარსას მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად „ბარსელონას“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
Informa @ferrancorreas:
— Vinicius Furlan (@furlanvs) April 30, 2024
Vitor Roque deve mesmo ser emprestado pelo Barcelona. Intenção do clube e do jogador é permanecer na La Liga.
Primeiro interessado: Real Bétis. pic.twitter.com/CANRBGp7Ue