პარი სენ ჟერმენი, დორტმუნდის ბორუსია, ედინ ტერზი
Aa
Aa

ტერზიჩი: “გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვით პსჟ-ს ზიანს მივაყენებთ“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტერზიჩმა?

„ჯგუფურ ეტაპზე, საკუთარ კედლებში „პარი სენ ჟერმენთან“ სრულიად განსხვავებული თამაში ვიხილეთ. ეს იყო ძალიან ღია მატჩი და მოგებასთან ახლოს ვიყავით. ამჟამად ჩვენი მოწინააღმდეგე ფორმის პიკშია და მათ წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„პარი სენ ჟერმენის“ შეჩერება ადვილი არ არის. ვფიქრობ, ყველა მეტოქე კილიან მბაპეს განეიტრალებას გეგმავს, მაგრამ ეს ხშირად არ მუშაობს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. კარგი ის არის, რომ მათთან თამაშის გამოცდილება უკვე გვაქვს.

ეს განვლილი გზა რთული მეტოქეების დამარცხებით დავიმსახურეთ. საკუთარ ძალებში რწმენა უნდა ვიქონიოთ. გვაქვს გეგმა, რისი მიხედვითაც პსჟ-ს დიდ ზიანს მივაყენებთ. ეს იქნება ორი რთული მატჩი.“

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ ერთმანეთს. საფრანგეთში გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა 2:0 მოიგო, ხოლო გერმანიაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 1 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის წითელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა“ - ბარახა ბარსასთან მარცხზე
„მამარდაშვილის წითელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა“ - ბარახა ბარსასთან მარცხზე