რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„პირველ სეზონს B+, მეორეს კი C-თი შევაფასებ“ - ლევანდოვსკი ბარსაში გატარებულ პერიოდზე

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ Bild-თან ინტერვიუს დროს „ბლაუგრანაში“ გატარებული ორი სეზონი შეაფასა.

რა თქვა ლევანდოვსკიმ:

„ვფიქრობ, კლუბში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ, პირველი სეზონი საკმაოდ კარგი იყო, გარდა ჩემპიონთა ლიგის შედეგებისა. ამ სეზონს B+-ით შევაფასებ.

მეორე სეზონში, ლა ლიგაში საკმარისად კარგები არ ვიყავით და თანმიმდევრული ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პსჟ-სთან საპასუხო მატჩში მარცხი კვლავ მტკივნეულია. თუ მატჩის ბოლომდე 11-11-ზე ვითამაშებდით, ნახევარფინალში გასვლის საკმაოდ მაღალი შანსი გვექნებოდა. ნახევარფინალში დორტმუნდთან თამაში მოგვიწევდა და მე „სიგნალ იდუნა პარკზე“ შემეძლო დაბრუნება. მტკივნეულია და ამის გამო სეზონს C-თი შევაფასებ“.

სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ უტიტულოდ დარჩება. ჩავი ერნანდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგას და კოპა დელ რეის გამოეთიშა, ლა ლიგაში კი პირველადგილოსან „რეალს“ გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე 11 ქულით ჩამორჩება.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში, „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შეცდომა და წითელი - ვალენსია ბარსელონასთან დამარცხდა
მამარდას შეცდომა და წითელი - ვალენსია ბარსელონასთან დამარცხდა