ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი კვარას ოსიმენის 4 წლის წინანდელ კონტრაქტს სთავაზობს

La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის არსებულ მოლაპარაკებებზე წერს.

როგორც ცნობილია, მაისი ამ საქმისთვის გადამწყვეტი თვეა და ყველაფერი სწორედ უახლოეს ერთ თვეში უნდა გადაწყდეს.

წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელს ხვიჩასთვის ხელფასის მნიშვნელოვნად ზრდა აქვს მოთხოვნილი. ის უკვე ნეაპოლში იმყოფება და კლუბისგან ზარს ელის, რომ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდეს.

როგორც Gazzetta წერს, ჯუღელს სურს გაიგოს რა იქნება „ნაპოლის“ საბოლოო წინადადება. მისი მოთხოვნა წლიური 5 მილიონი და კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებაა.

რაც შეეხება დე ლაურენტისს, მას რთული გზის გავლა უწევს და გეგმავს რისკზეც წავიდეს. მისი შეთავაზება ხვიჩასთვის არის ოსიმენის პირველი კონტრაქტის გამეორება - 4.5 მილიონი ევრო და პლუს ამას საბონუსე სისტემა.

როგორც ცნობილია, „ნაპოლის“ ახალი გუნდის აშენება კვარას ირგვლივ სურს, თუმცა დაფასების ამბავში სიტუაციას როგორც ჩანს, რეალურად ვერ აღიქვამენ. მათი მხრიდან ოსიმენის 2020 წლის კონტრაქტის ხვიჩასთვის დღეს შეთავაზება კარგი ჟესტი ნამდვილად არ არის.

და ბოლოს, Gazzetta ასევე აღნიშნავს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი ესპანეთიდან არის. „ბარსელონა“ ჩასაფრებულია და მომენტს ელის. ჩავის ხვიჩა მოსწონს, თუმცა ესპანეთში ხვდებიან, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაზრდილი ხელფასი, ერთგულების ბონუსი და გამოსასყიდი თანხა - ნაპოლი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს
გაზრდილი ხელფასი, ერთგულების ბონუსი და გამოსასყიდი თანხა - ნაპოლი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს