გიორგი მამარდაშვილი, რობერტ ლევანდოვსკი, ხაუმე დომენეკი, ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

„ფერმინი აშკარა თამაშგარეში იყო“ - ყოფილი მსაჯი ლევანდოვსკის გოლზე

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის დროს, რობერტ ლევანდოვსკის პირველ გოლზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ პოლონელის დარტყმის მომენტში ფერმინ ლოპესი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რას ამბობს იტურალდე:

ფერმინ ლოპესი აშკარა თამაშგარეში იყო და ეპიზოდზე გავლენა მოახდინა. ფერმინის გავლენის შესახებ გადაწყვეტილება არა VAR-ს, არამედ მთავარ მსაჯს რიკარდო დე ბურგოსს უნდა მიეღო. ეს ასევე დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ როგორ გაავლებდნენ ხაზებს.

ფერმინი აშკარა თამაშგარეში იყო და ბურთზე თამაშიც სცადა. ის რომ არ ყოფილიყო, მეკარესთვის თამაში უფრო გამარტივდებოდა. ვიზუალური გავლენა აშკარად იქონია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ „ვალენსიასთან“ ანგარიში 49-ე წუთზე გაათანაბრა, შემდეგ კი მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა.

ბარსელონა 4:2 ვალენსია

შეხვედრის მთავარი მსაჯი მატჩის დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფერმინი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი დე ბურგოსმა პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო მოედნიდან გააძევა. მეორე ნახევარში „ვალენსიას“ კარს ხაუმე დომენეკი იცავდა და რობერტ ლევანდოვსკიმ მის კარში სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2007 წლის შემდეგ პირველად - ისტორიული ფაქტი მამარდას გაძევებიდან
2007 წლის შემდეგ პირველად - ისტორიული ფაქტი მამარდას გაძევებიდან