ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯო როგანი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკანოვკისთან ჩხუბზე უარი თქვა“ - ჯო როგანმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის კომენტატორმა და ცნობილმა პოდკასტერმა, ჯო როგანმა საკუთარ პოდკასზე, სადაც სტუმრად მაქს ჰოლოუეი ჰყავდა, თოფურიას მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

რას ამბობს როგანი:

არ ვიცი, ვისთან უნდა ილიას ჩხუბი, მაგრამ ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ მან ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე უარი თქვა. შეთავაზება იყო, რომ ეს ბრძოლა UFC 305-ზე ჩატარებულიყო, მაგრამ ილიამ ეს არ ისურვა. მაგრამ ვფიქრობ ის გრძნობს, რომ ჩემპიონია და სასურველი მეტოქის გამოწვევა შეუძლია.

პოდკასტის მიმდინარეობისას ჯო როგანმა ჰოლოუეის თოფურიას პოსტის შესახებ ჰკითხა, რომელიც „მატადორმა“ 19 აპრილს, საკუთარ X-ის გვერდზე გამოაქვეყნა, მაქსმა კი თქვა, რომ ამ პოსტის წაკითხვა დაეზარა:

„მისი ტექსტი გაბრაზებული მეგობარი გოგონას ტექსტს ჰგავდა. ის დიდ მესიჯებს წერს... არ წამიკითხავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო. ჩემს ცოლსაც კი არ მოუწერია ამხელა ტექსტი. პირველი წინადადება წავიკითხე და მაშინვე ვიფიქრე - „ამას არ წავიკითხავ, ძმაო. რა ჯანდაბა გჭირს? პირველი ორი სიტყვა წავიკითხე და მაშინვე ავსქროლე“.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვისთან მოუწევს ილია თოფურიას ჩემპიონის ქამრის დაცვა. ცოტა ხნის წინ „მატადორი“ მაქს ჰოლოუეიმ გამოიწვია, რასაც ილიაც დათანხმდა, თუმცა, მებრძოლებმა კონკრეტულ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ჩემპიონია, მაგარი კრივი აქვს“ | რა თქვა ჟოზე ალდომ ილიაზე
„შესანიშნავი ჩემპიონია, მაგარი კრივი აქვს“ | რა თქვა ჟოზე ალდომ ილიაზე