ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა ბექაური
Aa
Aa

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ევროპირველობაზე ასპარეზობა ვაჟა მარგველაშვილმა, ილია სულამანიძემ და ლაშა ბექაურმა შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და ეთერ ლიპარტელიანი დასჯერდნენ. ამასთან, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 მედალი - საქართველომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი დაასრულა
7 მედალი - საქართველომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი დაასრულა