ლაშა გურული
Aa
Aa

„პროტესტი მსაჯების და ორგანიზაციის მიმართ იყო“ - გურულის პირველი კომენტარი

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ლაშა გურულმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი კრივის ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პროტესტის მიზეზები ახსნა.

რა თქვა გურულმა:

ევროპის ჩემპიონატის 67 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალი სკანდალური ფაქტით დასრულდა - საწყის ორ რაუნდში ლაშა გურულის მაღალ დონეზე გამოსვლის მიუხედავად, არბიტრებმა უპირატესობა მის რუს მეტოქეს ტარხან იდიგოვს მიანიჭეს, რის გამოც 27 წლის ქართველმა მესამე რაუნდის წინ ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

მოგვიანებით, ლაშა გურულმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ფინალის შედეგი წინასწარ იყო დაგეგმილი. ქართველი მოკრივე ამბობს, რომ ფინალის წინა დღეს, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მისი მოსყიდვა სცადეს, თუმცა, უარი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიდგომა უნდა შეცვალოს, ასე არ შეიძლება“ - კორმიემ თოფურია გააკრიტიკა
„მიდგომა უნდა შეცვალოს, ასე არ შეიძლება“ - კორმიემ თოფურია გააკრიტიკა