გიორგი მამარდაშვილი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

მამარდას შეცდომა და წითელი - ვალენსია ბარსელონასთან დამარცხდა

ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

ქართველი მეკარე ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, მატჩი როგორც მამარდასთვის, ისე „ვალენსიასთვის“ მძიმე გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც „ღამურები“ 2:1 იგებდნენ, გიორგიმ საჯარიმოს მისადგომებთან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მამარდამ ჯერ ბურთი ცუდად მიიღო, შემდეგ კი საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად მიიჩნია და ქართველი მეკარე მოედნიდან გააძევა.

გაძევებამდე, გიორგი მამარდაშვილს რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა.

მამარდას მომენტები:

ანგარიში „ბარსელონამ“ 22-ე წუთზე ფერმინ ლოპესის გოლით გახსნა. 27-ე წუთზე წონასწორობა უგო დურომ აღადგინა, რომელმაც ტერ შტეგენის შეცდომა ბრწყინვალედ გამოიყენა, 38-ე წუთზე კი „ღამურები“ პეპელუმ დააწინაურა, რომელმაც მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში „ვალენსიას“ 10 კაცით მოუწია თამაში, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ტაიმის დაწყებისთანავე რობერტ ლევანდოვსკიმ წონასწორობა აღადგინა, 82-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში, 4:2 დააფიქსირა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ წითელი ბარათის მიღებამდე 1 სეივის შესრულება მოასწრო და 44-ე წუთზე გოლის გატანის შესაძლებლობა ჟოაუ კანსელუს არ მისცა.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ყოფნის პერიოდში პირველად მიიღო წითელი ბარათი. ქართველი მეკარე მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც „ვალენსია“ 5 მაისს, საკუთარ მოედანზე „ალავესს“ უნდა დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს