ოთარ კიტეიშვილი, ცრვენა ზვეზდა, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი სერბულ გრანდში? - რას წერს ადგილობრივი მედია

ოთარ კიტეიშვილის დამატებით ცნობილი სერბული კლუბი, „ცრვენა ზვეზდა“ ინტერესდება. ინფორმაციას სერბული სააგენტო Mozzart Sport-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბელგრადული კლუბის სკაუტები ქართველ ნახევარმცველს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებენ და მომავალი სეზონისთვის, შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ.

ცნობისთვის, ოთარ კიტეიშვილს გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ.

საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე თვის წინ ფრანგულ „მეცსაც“ დაუკავშირეს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, თუმცა, ტრანსფერის ალბათობა „მეცის“ ლიგა 1-ში დარჩენაზე იქნება დამოკიდებული.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 182 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები