კარლო ანჩელოტი, ტომას ტუხელი, სერჟ გნაბრი
Aa
Aa

რეალს გნაბრი გაუტანს - ტუხელი და ანჩელოტი ნახევარფინალის წინ

ხვალ, „ალიანს არენაზე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბაიერნი“ „რეალს“ უმასპინძლებს. ეს მიუნხენისა და მადრიდის საფეხბურთო გრანდების რიგით მე-20 შეხვედრა იქნება და წინა ცხრამეტიდან რვა „რეკორდმაისტერის“, ცხრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა, ორ შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ტრადიციულ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე როგორც ტომას ტუხელმა, ასევე კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთეს.

რა თქვა ტუხელმა

იმას, რაც ანჩელოტიმ ფეხბურთისთვის როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში გააკეთა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ლეგენდაა და მისი მომზადებული გუნდების წინააღმდეგ დადებითი შედეგის ჩვენება მუდამ რთულია, თუმცა უნდა ვცადოთ და ვნახავთ, რაც გამოგვივა. რაც შეეხება სერჟ გნაბრის, შეიძლება ჩემმა ნათქვამმა ბევრს ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ის „რეალს“ გაუტანს.

რა თქვა ანჩელოტიმ

ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, სადაც ტრადიციებს, ისტორიასა და სტატისტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სამივე მათგანი კი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. მერწმუნეთ, მიუხედავად ყველაფრისა, „ბაიერნის“ ჩამოწერა არ შეიძლება. მათ გათამაშებას „არსენალი“ გამოთიშეს, რომელიც რა სიძლიერის გუნდიც არის, ინგლისის პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონიც კარგად მეტყველებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მიუნხენელებმა მერვედფინალსა და მეოთხედფინალში „ლაციოსა“ და „არსენალს“ აჯობეს. რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელებმა გათამაშებას „ლაიპციგი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთიშეს. „ბაიერნი“ – „რეალის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაიმერმა ტრავმა მიიღო - რეალთან მუსიალაც საეჭვოა
ლაიმერმა ტრავმა მიიღო - რეალთან მუსიალაც საეჭვოა