„მიდგომა უნდა შეცვალოს, ასე არ შეიძლება“ - კორმიემ თოფურია გააკრიტიკა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ამჟამად ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ საკუთარ იუთუბ-არხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ჩემპიონმა ძველი თაობის მებრძოლებთან მიდგომა უნდა შეცვალოს.
რას ამბობს კორმიე:
მას ისეთი სახელი სჭირდება, რომელიც წინა თაობიდან მოდის. როგორც ჩანს, ილიას სხვა მიდგომა აქვს, თუმცა, ზუსტად არ ვიცი როგორი. მან თქვა, რომ ბრაიან ორტეგასთან ჩხუბს არ აპირებდა. თქვა, რომ არ იჩხუბებდა ჰოლოუეისთან. ახლა კი, როგორც ჩანს, არც ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი სურს. თქვა, რომ მაქსს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეებრძოლება, თუ BMF-ის ქამარსაც ჩამოვა.
ილია თოფურია ჩემპიონია და როგორც ჩემპიონმა, ხანდახან უნდა დაასახელო ვის შეებრძოლები და როდის... არ ვიცი, რამდენ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ამას სწორად აკეთებს. თოფურია უნდა გამოვიდეს და მტკიცედ თქვას - „ამ ღონისძიებაზე მინდა მაქს ჰოლოუეი“, შემდეგ კი სიტუაცია მაქსზე იქნება დამოკიდებული... უნდა გამოვიდეს და თქვას - „ეს არის ის, რაც როგორც ჩემპიონს მინდა...“ რასაც აკეთებს, კარგად არ ჩანს, ვფიქრობ, მიდგომა უნდა შეცვალოს, რადგან ის ჩემპიონია.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვისთან მოუწევს ილია თოფურიას ჩემპიონის ქამრის დაცვა. ცოტა ხნის წინ „მატადორი“ მაქს ჰოლოუეიმ გამოიწვია, რასაც ილიაც დათანხმდა, თუმცა, მებრძოლებმა კონკრეტულ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.