ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

„მისი ტორინოში დარჩენა ძნელი წარმოსადგენია“ - Toro.it-ი საზონოვზე

„ტორინოსთან“ დაახლოებული სააგენტო Toro.it-ი საბა საზონოვის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველმა მცველმა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინული გუნდი დატოვოს.

რა წერია Toro-ს სტატიაში:

სეზონში, რომელიც დასასრულს უახლოვდება, „ტორინოს“ ბევრმა მოთამაშებ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ეს დაკავშირებულია როგორც მათი თავის წარმოჩენით, ისე შესრულების დონის თვალსაზრისითაც. პირველი, ვინც ამ ორივე კატეგორიაში ხვდება, საბა საზონოვია. ქართველი მცველი „ტორინოში“ ზაფხულში, რუსეთის ჩემპიონატიდან ჩამოვიდა და მის სანაცვლოდ კლუბმა 3 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კლუბმა არასწორი შესყიდვა გააკეთა.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, კლუბის ნათელი ხაზი იყო, რომ ისეთი მცველი შეეძინა, რომელსაც თამაში დაცვის ხაზის მარჯვენა პოზიციაზე შეეძლო. ამით მას ჯიჯი უნდა შეეცვალა, რომელიც ხშირად საუკეთესო კონდიციებში არ იყო. ევროპის მასშტაბით მრავალი ვარიანტის შემდეგ, ვაგნატიმ არჩევანი გულშემატკივრებისთვის უცნობ საზონოვზე შეაჩერა. მისი არჩევანი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. გუნდში ჩატარებული პირველივე ვარჯიშების შემდეგ იურიჩი მიხვდა, რომ ცენტრალური დაცვის მარჯვენა პოზიციას მას ვერ ჩააბარებდა, რადგან 2002 წელს დაბადებული ფეხბურთელი ნომინალურად ცენტრალური მცველი იყო. ამასთან, ბუონჯორნოთი და შურსით პოზიციები უკვე შევსებული იყო და საზონოვი მესამე არჩევანს წარმოადგენდა. ამის გამო, ხორვატი მწვრთნელი მას მცირე სათამაშო დროს აძლევდა, თუმცა, იურიჩს გაცემული ნდობის შესაბამისი ანაზღაურება არასდროს უნახავს. საზონოვმა თავი მხოლოდ ერთხელ, „კალიარისთან“ გამოიჩინა, დანარჩენ შეხვედრებში კი ბევრი შეცდომით გამოირჩეოდა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ქართველის „ტორინოში“ დარჩენა ძნელი წარმოსადგენია. შესაძლოა, გუნდის მომავალ მწვრთნელს მისი გაცნობა სურდეს და ზაფხულის ამხანაგურ შეხვედრებში შანსი მისცეს. ამით, ის ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს დაიზღვევს, მაგრამ თუ გუნდს მნიშვნელოვანი შეთავაზება ექნება, სავარაუდოდ 15 ნომერი ტურინელთა რიგებს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ქართველი მცველი ტურინული გუნდის შემადგენლობაში 12 შეხვედრაში გამოჩნდა, მოედანზე საერთო ჯამში 348 წუთი გაატარა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე