ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„გვერდით ვიდექი და მისი რეაქცია კარგად დავინახე“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას შეცვლის ეპიზოდზე

იტალიაში ცნობილი ტელევიზია DAZN-ის ჟურნალისტი, ფედერიკო სალა, რომელიც გუშინ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩზე მუშაობდა, ცნობილ იტალიურ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის ეპიზოდზე ისაუბრა. როგორც სალა ამბობს, მოედნის დატოვების დროს ქართველი შემტევის რეაქციას კარგად ხედავდა.

რა თქვა სალამ:

შეხვედრის მიმდინარეობისას „ნაპოლის“ სათადარიგო სკამის გვერდით ვიდექი და როდესაც კვარაცხელია მოედნიდან გადიოდა, აშკარად ჩანდა, რომ ბედნიერი არ იყო, მაგრამ განსაკუთრებული რეაქცია არ შემიმჩნევია. მისი რეაქცია ზუსტად შეესაბამებოდა ქართველის სათამაშო სეზონს, რომელმაც არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება რუდი გარსიასთან მუშაობის დროს, თუმცა, მაცარისთან და შემდეგ უკვე კალცონასთან ემოციების მოთოკვა ისწავლა. ვფიქრობ, შეეძლო, რომ მოედანზე 95 წუთი ყოფილიყო, ამით კალცონა მეტოქეზე წნეხს ბოლომდე შეინარჩუნებდა.

ცნობისთვის, „რომასთან“ მატჩის შემდეგ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედნიდან გასვლის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა. ამის შესახებ არაერთი იტალიური სააგენტო წერს. მიღებული გადაწყვეტილების გამო ფრანჩესკო კალცონა რამდენიმე ჟურნალისტმაც გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ოსიმენმა გარდასახა და „ნაპოლი“ 2:1 დაწინაურდა. 86-ე წუთზე ფრანჩესკო კალცონამ ქართველი შემტევი მოედნიდან გაიყვანა და მის მაგივრად ჯაკომო რასპადორი შეიყვანა, „რომამ“ კი წონასწორობა 89-ე წუთზე, აბრაჰამის გოლით აღადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხვიჩა ტრავმების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ გაიყვანა კვარა? ცვლილებები სწორ ახსნას საჭიროებს“ - იტალიელი ჟურნალისტი კალცონაზე
„რატომ გაიყვანა კვარა? ცვლილებები სწორ ახსნას საჭიროებს“ - იტალიელი ჟურნალისტი კალცონაზე