„რატომ გაიყვანა კვარა? ცვლილებები სწორ ახსნას საჭიროებს“ - იტალიელი ჟურნალისტი კალცონაზე
იტალიაში ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩის შემდეგ ფრანჩესკო კალცონა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან არ უნდა გაეყვანა.
რას ამბობს სკოტო:
„ნაპოლი“ უმჯობესდება, მაგრამ თამაშების მოგებას მაინც ვერ ახერხებს. ბოლო 8 თამაშში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა და საკუთარ კარში გოლებს ყოველთვის იღებს. ბოლო შეხვედრაში გუნდი მოედანზე ღირსეულად წარსდგა, მაგრამ მორიგი იმედგაცრუება დადგა. ამ თამაშიდან „რომამ“ ფრე მიიღო, თანაც ისე, რომ მომენტები თითქმის არ ჰქონია. „ნაპოლი“ ბევრს კარგავს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ გოლებს პირველივე შეცდომით უშვებენ.
კვარაცხელიამ თამაში გააუმჯობესა და გუშინ საუკეთესო იყო, კალცონამ კი მაშინვე გაიყვანა, როდესაც მეორე გოლი გაიტანეს, ტრაორე კი შემოიყვანა და შემდეგ ოსტიგორით შეცვალა. ეს შეცვლები შესაბამის ახსნას საჭიროებს. „რომამ“ ანგარიში სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ გაათანაბრა.
ევროტურნირები უფრო და უფრო გვშორდება და ახლა სასწაულის მოლოდინზე ფიქრიც დაგვიანებულია. მაგრამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ რაღაც პოზიტივიც შეინიშნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ოსიმენმა გარდასახა და „ნაპოლი“ 2:1 დაწინაურდა. 86-ე წუთზე ფრანჩესკო კალცონამ ქართველი შემტევი მოედნიდან გაიყვანა და მის მაგივრად ჯაკომო რასპადორი შეიყვანა, „რომამ“ კი წონასწორობა 89-ე წუთზე, აბრაჰამის გოლით აღადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხვიჩა ტრავმების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა.