ნიკა აბულაძე, ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, ლაშა მაჭარაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი მონპელიეში - აბულაძე კარიერას ტოპ 14-ში განაგრძობს

ქართველი მორაგბე ნიკა აბულაძე კარიერას „მონპელიეში“ განაგრძობს. Rugby Rama-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების 28 წლის მოთამაშემ მონპელიელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და კლუბს უახლოეს მომავალში შეუერთდება, სადაც მას სამი თანამემამულე, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე და ლაშა მაჭარაშვილი დახვდება.

აბულაძის კარიერაში პირველი გუნდი ბოლნისის „ყოჩები“ იყო, სადაც შვიდი წლის განმავლობაში გამართულ 141 შეხვედრაში 50 ქულა დააგროვა. ამის შემდეგ ის საქართველოს პირველ პროფესიულ ფრენჩაიზს „შავ ლომს“ დაარსებისთანავე შეუერთდა და გუნდთან ერთად რაგბი ევროპის სუპერ თასი ორჯერ მოიგო, რასაც კარიერის ინგლისის პრემიერშიფის კლუბ „ექსეტერ ჩიფსში“ გაგრძელება მოჰყვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას აბულაძე 2022 წლიდან იცავს და მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო მატჩად კარდიფში გამართული თამაში ითვლება, სადაც ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

8 მოგებითა და 14 წაგებით „მონპელიე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. პირველობის დასრულებამდე დარჩენილ ოთხ ტურში კლუბი სტუმრად „კასტრს“ და „კლერმონს“, საკუთარ სტადიონზე კი „ტულუზსა“ და „ლიონს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: „საქართველოსა და უელსის ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება“ - რა გახდა მიზეზი?!
Daily Mail: „საქართველოსა და უელსის ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება“ - რა გახდა მიზეზი?!