ლაშა გურული, ესკერხან მადიევი
Aa
Aa

გურულს უპირატესობას მხოლოდ პოლონელი ანიჭებდა - სკანდალური ფინალის არბიტრები

ევროპის ჩემპიონატის სკანდალური ფინალის შემდეგ ლაშა გურულის (67 კგ) გაკეთებული განცხადებით ცხადი გახდა, რომ როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო კრივში დიდი კორუფცია მძვინვარებს და არბიტრებიც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი არიან. ბუნებრივია გულშემატკივრის ინტერესს იწვევს რომელი ქვეყნის წარმომადგენლები მსაჯობდნენ გურული - იდიგოვის შეხვედრას და ვინ არიან დამნაშავენი იმ უდიდეს უსამართლობაში, რის გამოც ქართველმა მოკრივემ ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა.

ისევე როგორც ყველა სხვა შეხვედრის დროს, გამარჯვებულის ვინაობას ამჯერადაც ხუთი არბიტრი წყვეტდა და ამ შემთხვევაში ბრძოლას აზერბაიჯანელი, ყირგიზი, მოლდოველი, უზბეკი და პოლონელი რეფერი ემსახურებოდა. პირველ რაუნდში გურულს უპირატესობა მხოლოდ პოლონელმა მიანიჭა, დანარჩენმა ოთხმა კი რატომღაც რუსის კრივს უფრო მაღალი შეფასება მისცა. ანალოგიური მიდგომა გაგრძელდა მეორე რაუნდის დროსაც - აზერბაიჯანელმა, მოლდოველმა, ყირგიზმა და უზბეკმა იდაგოვს მოაგებინეს, პოლონელმა კი მეტოქეები ქულათა თანაბარი რაოდენობით შეაფასა.

გურულის გარდა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კიდევ ერთი ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი (71 კგ) გახდა, რომელმაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, სერბეთის წარმომადგენელ იოვან ნიკოლიჩთან ფინალი ასევე არბიტრების გაუგებარი შეფასებების გამო წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსებმა წაგების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს - ლაშა გურულის განცხადება
რუსებმა წაგების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს - ლაშა გურულის განცხადება