3 კვირა კომაში იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს | ტრაგედია კრივში
Aa
Aa

3 კვირა კომაში იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს | ტრაგედია კრივში

არდი ნდემბო კონგოელი მოკრივე გახლდათ, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. 5 აპრილს, ნდემბომ Team Combat League Boxing-ის ფარგლებში, ნესტორ სანტანას წინააღმდეგ იჩხუბა და ნოკაუტით დამარცხდა, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნოკაუტის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში, კონგოელი მოკრივე რინგზე უგონო მდგომარეობაში იწვა და მას პირველად დახმარებას უწევდნენ. იგი მაიამის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და 3 კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ლეგენდარული მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის ბიძა, ჯეფ მეივეზერი იმ გუნდის წევრი გახლავთ, რომელსაც ნდემბო წარმოადგენდა და მომხდარზე მან The Sun-თან ისაუბრა: „კრივი არის სპორტი, რომელიც გვიყვარს, მაგრამ მას უდიდესი რისკი ახლავს. ნებისმიერი მოკრივე შეიძლება კრივის გამო სიცოცხლეს გამოემშვიდობოს და როცა რაღაც მსგავსი ხდება, მთელი მსოფლიო ფხიზლდება. არ მგონია, ამ რისკის გამო კრივი ცუდი სპორტი იყოს, რადგან სპორტის სხვა სახეობაშიც შეიძლება, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. უბრალოდ, კრივი ყველაზე ბრუტალური სპორტია“.

ნდემბოს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. სანტანასთან ჩხუბამდე, მის ანგარიშზე 8 მოგება და 0 მარცხი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს