ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„ილია ფავორიტი არაა“ | დიეგო ლოპესი თოფურია VS ჰოლოუეიზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს, დიეგო ლოპესს მიაჩნია, რომ მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან ფავორიტი არ იქნება. ლოპესის აზრით, „დალოცვილს“ გამარჯვების მეტი შანსი აქვს და ახსნა კიდეც ასე რატომ ფიქრობს.

„თოფურიასა და ჰოლოუეის შესაძლო ჩხუბი? ილიას ძლიერი ხელები აქვს და თუ ერთი მოგარტყა, დაგაძინებს. ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ეს მომხდარიყო და ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჰოლოუეის რაც შეეხება, მაქსი ჩვენს წონით დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა და ვნახოთ, ილია მის მოძრაობებს თუ გაშიფრავს.

ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელია. ჰოლოუეი ჯერ არავის დაუნოკდაუნებია და გამოცდილება მის მხარეზეა. მაქსი ყოფილი ჩემპიონია და ყველანაირი სტილის მეტოქესთან უჩხუბია. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს მებრძოლს, რომელიც ილიას მსგავსად, ძლიერი ხელებით გამოირჩევა. როცა ჩემპიონი ჩხუბობს, ფავორიტი ყოველთვის ისაა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ფავორიტი ჰოლოუეია და არა ილია. რატომ? იმიტომ თუ როგორ უმკლავდება მაქსი ურთულეს მეტოქეებს“.

ცნობისთვის, ლოპესმა ბოლო ბრძოლა სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ, UFC 300-ზე გამართა და მეტოქე პირველ რაუნდში დაანოკაუტა, რის შემდეგაც „ელ მატადორთან“ ჩხუბის სურვილი გამოთქვა. მას კარიერაში 30 ბრძოლა აქვს გამართული და 24-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში