გიორგი მიქაუტაძე, ლუის ენრიკე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„ეს უკვე მეორედ ხდება“ | მიქაუტაძის თავკაცმა პარი სენ-ჟერმენი გააკრიტიკა

გიორგი მიქაუტაძის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ „პარი სენ-ჟერმენი“ გააკრიტიკა. „ლილთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბოლონის ჰკითხა, რა აზრის იყო იმაზე, რომ პსჟ-მ საწყისი 75 წუთის განმავლობაში ფეხბურთი არ ითამაშა, რაზეც „მეცის“ თავკაცმა განაცხადა:

„მსგავსი რამ უკვე მეორედ ხდება... მაგრამ რა უფლება მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ვთქვა? ალბათ, უკეთესი იქნება დუმილი შევინარჩუნო, მაგრამ ეს რომ გავაკეთო, ნიშნავს, რომ ბევრი რამ მაქვს სათქმელი“.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „მეცის“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და მატჩი კილიან მბაპეს გარეშე დაიწყო. ლუის ენრიკეს გუნდი 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ ქულა გადაარჩინა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. „ლე ავრი“ და „მეცი" უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ორივე გუნდს 29-29 ქულა აქვს.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „პარი სენ-ჟერმენს“ ლიდერების დასვენების გამო აკრიტიკებენ. რამდენიმე კვირის წინ, „ლე ავრის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ რუსიემ პარიზული გრანდის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ ჩემპიონატის ლიდერი მატჩს სათადარიგო გუნდით არ უნდა იწყებდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში