ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ჯოვანი დი ლორენცო, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟეზუსი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „პარტენოპეიში“ არსებულ მდგომარეობაზე Calcionapoli24-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ „რომასთან“ მატჩამდე ფეხბურთელებს შორის კინაღამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ემპოლისთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნეაპოლელებმა 0:1 წააგეს, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი განრისხებული იყო. „ნაპოლის“ პირველი პირი აპირებდა, სადამსჯელო ზომები მიეღო და გუნდი თვის ბოლომდე იზოლაციაში გადაეყვანა. აურელიო ეძებდა სასტუმროს, რომელსაც საკუთარი იდეის სისრულეში მოსაყვანად გამოიყენებდა, მაგრამ ცივ გონებაზე, გუნდის თავკაცთან, ფრანჩესკო კალცონასთან და კაპიტანთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან გამართული საუბრების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ „რომასთან“ მატჩამდე 48 საათით ადრე, „ნაპოლი“ ქალაქ კასერტაში შეიკრიბებოდა და „ჯალოროსისთან“ დაპირისპირებისთვის იქ მოემზადებოდა. Calcionapoli24-ის ცნობით, „პარტენოპეის“ ორ ავტორიტეტს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისასა და ჟუან ჟეზუსს ეს იდეა არ მოეწონათ. მათ გადაწყვიტეს, კალცონას ამ საკითხზე დალაპარაკებოდნენ და ეს ისე გააკეთეს, კაპიტან დი ლორენცოს არაფერი უთხრეს.

ზამბო ანგისასა და ჟეზუსის მცდელობა სრული ფიასკოთი დასრულდა და იტალიელი უკანახაზელის გაბრაზება გამოიწვია. დი ლორენცოს თანაგუნდელებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა და როგორც Calcionapoli24-ი წერს, ცოტაც და მასსა და ჟეზუსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარიელომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ დი ლორენცო განრისხდა, როცა გაიგო, რომ ზამბო ანგისა და ჟეზუსი მთავარ მწვრთნელთან მისი გვერდის ავლით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და „პარტენოპეი“ 50 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. „კვარას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, „უდინეზესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე