დევინ ბუკერი, ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, კევინ დურანტი
Aa
Aa

0:4 მინესოტასთან | დურანტი, ბუკერი და ბილი პლეიოფს გამოეთიშნენ

კევინ დურანტის, ბრედლი ბილისა და დევინ ბუკერის „ფინიქს სანსი“ NBA-ის საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პლეიოფის პირველ რაუნდში, არიზონელთა მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ გახლდათ და „ფინიქსი“ მშრალზე დამარცხდა - 0:4.

„სანსმა“ სერიის მეოთხე თამაში საკუთარ კედლებში გამართა და პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო. მე-3 მეოთხედი „მინესოტას“ დარჩა - 34:31 და გამარჯვებულის ბედი ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც „ტიმბერვულვზმა“ შესანიშნავად ჩაატარა და საბოლოოდ, 122:116 იმარჯვა. „მინესოტამ“ პლეიოფის სერია მშრალზე საკუთარ ისტორიაში მეორედ მოიგო და მისი მომდევნო მეტოქე „დენვერ ნაგეთსი“ ან „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ იქნება.

„მინესოტას“ მხრიდან ფენომენალური იყო ენტონი ედვარდსი - 40 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი. კარლ-ენტონი თაუნსმა 28 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ჯეიდენ მაკდენიელსმა - 18 ქულა, 3 მოხსნა. „ფინიქსს“ 49 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. კევინ დურანტს 33 ქულა ჰქონდა, „სანსის“ სხვა კალათბურთელებს კი 10-ქულიანი ნიშნული არ გადაულახავთ.

საინტერესოა, რომ ბოლოს, როცა „მინესოტამ“ პლეიოფის სერია მოიგო, ენტონი ედვარდსი 2 წლის იყო, კევინ დურანტმა კი ბოლო სამ წელიწადში მშრალზე მეორე სერია წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე
„იუვე, გახსოვთ მიქაუტაძე? ბევრ გოლს იტანს და ნაპოლიში წასვლაც შეუძლია“ - Tuttosport-ის სტატია გიორგიზე