ლუკა დონჩიჩი, ჯეიმს ჰარდენი, კაირი ირვინგი, პოლ ჯორჯი, ნორმან პაუელი
Aa
Aa

დალასის 31-ქულიანი დაბრუნება | კლიპერსმა მაინც მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „დალას მავერიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „კლიპერსმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე იასპარეზა, მაგრამ ჯეიმს ჰარდენისა და პოლ ჯორჯის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, გასვლით შეხვედრაში 116:111 იმარჯვა.

ლოს ანჯელესელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 39:16 მოიგეს. მეორე პერიოდში „კლიპერსის“ უპირატესობამ 31 ქულაც შეადგინა, მაგრამ „დალასმა“ ბოლომდე იბრძოლა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. მეოთხე მეოთხედში, საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, კაირი ირვინგმა საოცარი ორქულიანი ჩააგდო და „მავერიქსი“ წინ გაიყვანა - 105:104. მომდევნო შეტევაში პოლ ჯორჯმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ჯეიმს ჰარდენის ორქულიანები მოჰყვა და „კლიპერსმა“ საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა.

ჯორჯი და ჰარდენი თავიანთ გუნდში საუკეთესონი იყვნენ და მატჩი 33-33 ქულით დაასრულეს. ივიცა ზუბაცს 13 ქულა ჰქონდა, ნორმან პაუელის ანგარიშზე 11 ქულა იყო. „დალასის“ რიგებში ფენომენალური იყო კაირი ირვინგი - 40 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი. ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 29 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი. დერიკ ჯონს ჯუნიორმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

ამრიგად, „კლიპერსისა“ და „დალასის“ სერიაში ანგარიში 2:2 გახლავთ. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 2 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 06:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის გამორჩეული მატჩი და მარცხი ყოფილ გუნდთან - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია
შერმადინის გამორჩეული მატჩი და მარცხი ყოფილ გუნდთან - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია