გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, უნიკახა
Aa
Aa

შერმადინის გამორჩეული მატჩი და მარცხი ყოფილ გუნდთან - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს, „უნიკახას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 75:80 დამარცხა.

გიორგი შერმადინი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა. „შერმინატორმა“ მოედანზე 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა, ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. გიომ 8-დან 6 საჯარიმო და 5-დან 5 ოქრულიანი ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „უნიკახას“ წევრი, კენდრიკ პერი გახდა, რომელმაც 19 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, „ტენერიფედან“ კი საუკეთესო კაილ გაი იყო - 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი 25 წუთში.

ცნობისთვის, დღესვე, ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა „მურსიამ“ ბერძნული „პერისტერი“ 87:84 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები