ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„კვარაცხელია ამის გამო შევცვალე. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ“ - კალცონა რომასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კალცონამ:

რატომ მორჩა 2:2? კარგი შეკითხვაა. ორ ეპიზოდში დავუშვით შეცდომა, რამაც შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ვიცოდით, რომ „რომა“ სტანდარტებზე ძლიერი იყო. კუთხურის წინ ამ მიზეზის გამო ცვლილება გავაკეთე, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა: მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბიჭების მონდომებითა და ხარისხიანი თამაშით კმაყოფილი და ამაყი ვარ.

რატომ შევცვალე კვარა? ტრავმისგან თავის ასარიდებლად. მატჩში ბევრი ენერგია დახარჯა და ამის გამო გადავწყვიტეთ მისი შეცვლა.

რა აკლია გუნდს? არ ვიცი, ეს სეზონი ისაა, რასაც ვხედავთ. ბიჭები გრძნობენ იმ სიმძიმეს, რომელიც მათ მხრებზეა, ჩემი მოვალეობაა, რომ კარგად ივარჯიშონ და ფეხბურთი ითამაშონ. თუ სპექტაკლები იქნება, შედეგიც მოვა. დღეს სპექტაკლი ნამდვილად იყო, მაგრამ ვერ მოვიგეთ, ასეთ დროს კი ყველაფერი რთულდება. მაწუხებს ჩემი გუნდის მდგომარეობა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბოლომდე ისე ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ვურჩევ თუ არა დე ლაურენტისს რომელიმე ფეხბურთელის ყიდვას? ვფიქრობ, დე ლაურენტისს ჩემი რჩევა არ სჭირდება. ის დაახლოებით 20 წელია ფეხბურთში მოღვაწეობს და საუკეთესო არჩევანს აკეთებს. მას აქვს სტრუქტურა, მისთვის რჩევის მიცემა კი ჩემი საქმე არ არის.

34 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 5 ქულით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბოლონიას“ კი 13 ქულით ჩამორჩება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდესაც კვარა აქტიურობს, ნაპოლი შეუჩერებელია - იტალიური მედიის შეფასება
როდესაც კვარა აქტიურობს, ნაპოლი შეუჩერებელია - იტალიური მედიის შეფასება