ლაშა გურული, ესკერხან მადიევი
Aa
Aa

სკანდალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველების ორი ვერცხლი და გურულის პროტესტი

სერბეთში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის 67 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალი სკანდალური ფაქტით დასრულდა - საწყის ორ რაუნდში ლაშა გურულის მაღალ დონეზე გამოსვლის მიუხედავად, არბიტრებმა უპირატესობა მის რუს მეტოქეს ტარხან იდიგოვს მიანიჭეს, რის გამოც 27 წლის ქართველმა მესამე რაუნდის წინ ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა გურულმა ფინალამდე აზერბაიჯანელ ნაბი ისგანდაროვსა და სერბ ვაჰიდ აბასოვს აჯობა.

ვერცხლის პრიზიორი გახდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი ესკერხან მადიევი და არბიტრების გადაწყვეტილება აქაც გარკვეულ ეჭვებს იწვევდა - საწყის ორ რაუნდში ქართველმა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის სერბეთის ნაკრების წევრს იოვან ნიკოლიჩს ქულებით აჯობა, თუმცა საბოლოო ჯამში მსაჯებმა უპირატესობა მის მეტოქეს მიანიჭეს. მადიევს ფინალამდე ოთხი შეხვედრის ჩატარება დასჭირდა და ესკერხანი ბელარუს ალექსანდრ რაძიონალზე, რუს იგორ სვირიდჩენკოვზე, აზერბაიჯანელ სარხან ალიევსა და თურქ ერდემირ ტუგრულჰანზე ძლიერი აღმოჩნდა.

მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთში 18-დან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის სახელით ათ წონით კატეგორიაში ამდენივე სპორტსმენი გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი მოკრივეების წარმატება - ორი ოქროს შანსი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მოკრივეების წარმატება - ორი ოქროს შანსი ევროპის ჩემპიონატზე