ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ეთერ ლიპარტელიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა ბექაური, მარიამ ჭანტურია
Aa
Aa

მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით დაიხურა.

ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 4:0 დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანი ფაიზა მოკდარს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით დამარცხდა.

მეორე დაპირისპირებაში ლაშა შავდათუაშვილი დამატებით დროში იოჰან-ბენჟამინ გაბასთან ვაზარით დამარცხდა.

მესამე შეხვედრაში მარიამ ჭანტურიამ მარგო პიონოს დამარცხება ვერ შეძლო. ჭანტურია მეტოქესთან ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე გაფრთხილებებით დამარცხდა.

თავისი შეხვედრის მოგება ვერც ლაშა ბექაურმა შეძლო. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ალექსის მატიეს დაუპირისპირდა და დისკვალიფიკაციით დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს ბექაურმა გდების შესრულება სცადა, თუმცა, თავი ტატაიმის შეახო და მსაჯებმა მაშინვე ასპარეზობიდან მოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებს 4:1 მოუგეს, 1/4 ფინალში კი იტალიას 4:3 სძლია.

ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ (-81 კგ.), ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ (-100 კგ.) და გურამ თუშიშვილმა (100+კგ.), ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) და ლაშა ბექაური (-90 კგ.) დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები