ხორვატია დამარცხებულია - საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა. საქართველომ ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატია დაამარცხა.
+90 კგ კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში იპონით ბულიჩი დაამარცხა.
-73 კგ კატეგორიაში შავდათუაშვილმა კლაჩარს იპონით აჯობა.
-90 კგ კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დრუზეტას შანსი არ დაუტოვა და 10:1 გაანადგურა
-57 კგ კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრძოლის დაწყებიდან 12 წამში იპონით ტოპოლოვეჩი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.