მილანი, სტეფანო პიოლი, ხულენ ლოპეტეგი, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

პეტიცია ლოპეტეგის წინააღმდეგ - მილანის გულშემატკივრების პროტესტი

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მილანისა“ და სტეფანო პიოლის გზები გაიყრება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „როსონერის“ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგის დანიშვნა სურდა.

მოლაპარაკებები დაწყებული იყო, თუმცა „მილანი“ გულშემატკივრების რეაქციამ შეძრა. ქომაგები ესპანელი სპეციალისტის წინააღმდეგი არიან. მეტიც, პეტიციაც კი შეიქმნა, რომ ლოპეტეგი იტალიურ კლუბში არ დაენიშნათ.

ამ ყველაფრის იგნორირება კი „მილანის“ ხელმძღვანელობას გაუჭირდა. Gazzetta-ს ინფორმაციით, „როსონერი“ იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა.

წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ჯორჯო ბურლანს პაულო ფონსეკას კანდიდატურის გადახედვა დაავალა, რომელიც 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება და „ლილიდან“ წავა.

ფონსეკას სერია ა-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. 51 წლის სპეციალისტი 2019/2021 წლებში „რომას“ დამრიგებელი იყო.

შეგახსენებთ, სტეფანო პიოლის გაშვების მთავარ მიზეზად მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობა გახდა. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალში „რომასთან“ დამარცხდა. მეტიც, „ინტერი“ ქვეყნის ჩემპიონი მილანურ დერბიში გახდა. ეს ყველაფერი კი სტეფანოს აღარ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მტრულ გარემოში მოგვიწევს თამაში“ - დე როსი ნაპოლისთან მატჩის წინ
“მტრულ გარემოში მოგვიწევს თამაში“ - დე როსი ნაპოლისთან მატჩის წინ