რომა, ნაპოლი, დანიელე დე როსი
Aa
Aa

“მტრულ გარემოში მოგვიწევს თამაში“ - დე როსი ნაპოლისთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ „რომას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, რომაელთა თავკაცმა დანიელე დე როსიმ კომენტარი გააკეთა.

დე როსი:

„ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მოკლე დროში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს. მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და „ნაპოლი“ ძალიან რთული მეტოქეა. დროდადრო ახალი სახეები გვჭირდება, მაგრამ არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ხვალინდელი მატჩი ძნელი იქნება, მაგრამ არ ვიწუწუნებ.

„ნაპოლი“ ახლა ერთადერთი გუნდია, რომელიც დონით „ინტერთან“ არის ახლოს. ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის ძლიერი მეტოქეობაა. კარიერის დასრულების დროს ვთქვი, რომ რომაელი გულშემატკივრები მომენატრებოდნენ. ახლა კი მათთან სიახლოვის ბედნიერება მაქვს.

ხვალ შესაძლოა ორივე გუნდის გულშემატკივრებმა ინერვიულონ, მაგრამ მხარდაჭერა ამათ არასდროს ეშლებათ. დარწმუნებული ვარ, მტრულ გარემოში მოგვიწევს თამაში, მაგრამ ეს ევროპაშიც არაერთხელ გამოგვივლია.

შეგახსენებთ, რომ „ჯალოროსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო „ნაპოლი“ კონფერენს ლიგის ზონაში მოხვედრას ცდილობს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარა და ოსიმენი დედაბუნებამ ნიჭით დააჯილდოვა
კალცონა: კვარა და ოსიმენი დედაბუნებამ ნიჭით დააჯილდოვა